რა სიახლეებით გადავიდა “კომედი ჯგუფი” “ფორმულაზე” – “11 მარტიდან ვიწყებთ”
ამობეჭდვა · 02 / 03 / 2021 14:56
რა სიახლეებით გადავიდა “კომედი ჯგუფი” “ფორმულაზე” – “11 მარტიდან ვიწყებთ”

 

“კომედი ჯგუფი” თავისი პროექტებით “ფორმულას” ეთერს 11 მარტიდან დაიკავებს. პირველი გადაცემა, რომელსაც მაყურებელი იხილავს, “ნიკა არაბიძის შოუ” იქნება. 

შემდეგ მას მოჰყვება – “გააცინე და მოიგე”, “ანეკდოტების შოუ”, “კომედი შოუ”… 

ნიკა “პრაიმტაიმთან” ახალ საბავშვო შოუსაც აანონსებს. 

ნიკა არაბიძე: – ეს ორი თვე, რაც “რუსთავი 2”-დან გადმოვედით, პავილიონების მოსამზადებელ ეტაპს  გავდიოდით. მოვაწყეთ სტუდიები… 

ჩემი გადაცემით ვიწყებთ და მერე სხვა დანარჩენიც ჩაეშვება ბადეში. სავარაუდოდ, ხუთშაბათობით გავალ ეთერში. 

გვაქვს სიახლე – საბავშვო იუმორისტული შოუ, “საქანელა” დავამატეთ, რომელიც სკეტჩური ფორმატისაა. ბავშვების არჩევა ქასთინგის მეშვეობით მოხდა, ახლაც მიდის შერჩევითი ეტაპები. ჩვენი სცენარისტების მიერ დაწერილი სცენარით პატარები იუმორისტულ შოუს წარმოადგენენ. 

ზოგიერთი ჩვენი გადაცემა ფორმატის ცვლილებას გადის… მოკლედ, ვემზადებით…

ptn.ge