ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა
ამობეჭდვა · 05 / 03 / 2021 03:23
ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების სფეროში პრობლემური საკითხების გადაჭრის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან გაიყვანა. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სააკაშვილის საბჭოს შემადგენლობიდან გაყვანის მიზეზი უცნობია.

ვლადიმერ ზელენსკიმ ურბანული დაგეგმარების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში გიორგი ცხაკაია შეიყვანა, რომელიც უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ექსპერტია.