დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა
ამობეჭდვა · 09 / 03 / 2021 10:13
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ  მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოებში სამუშაო თათბირები გამართა.  გიორგი ბაგრატიონმა რეგიონალური სამმართველოების ხელძღვანელებთან მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა და თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

სამუშაო თათბირების შემდეგ, გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის მიერ დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე მივიდა, თანამშრომლებს შეხვდა და ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. 

დეპარტამენტის თავმჯდომარე ასევე რეგიონში განთავსებულ საკარანტინე ზონებთან მივიდა, რომლებსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავენ. აღსანიშნავია, რომ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პირველივე დღიდან ჩაერთო და ქვეყანაში არსებულ საკარანტინე ზონების და კოვიდ სასტუმროების უსაფრთხოების დაცვას ახორციელებს.