საფრანგეთში დადასტურდა, რომ ჯანმრთელია პაციენტი, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს – ნუგზარ სულაშვილი ექიმის ვინაობას გაამხელს
ამობეჭდვა · 16 / 03 / 2021 12:48
საფრანგეთში დადასტურდა, რომ ჯანმრთელია პაციენტი, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს – ნუგზარ სულაშვილი ექიმის ვინაობას გაამხელს

 

  საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საფრანგეთში დადასტურდა, რომ პაციენტი, რომელსაც საქართველოში მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, სრულიად ჯანმრთელია. 

„არა, შეიძლება შეცდე და გამოთქვა ეჭვი, რომ პაციენტს აქვს სიმსივნე, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსაკვლევად და მაინც სვამ მე-4 სტადიის დიაგნოზს, სასწრაფოდ ნიშნავ ქიმიო თერაპიის კურსს და პაციენტს ახდევინებ რამდენიმე ათას ლარს, სად ჯანდაბაში არის შენი ჰიპოკრატეს ფიცი? 

დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანი, რომელსაც მე-4 სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინათ საქართველოში, სავსებით ჯანმრთელია. 

მე ვთხოვე პაციენტს, ნება მოეცა ჩემთვის ამ თემაზე მომემზადებინა პუბლიკაცია და ის თანახმაა გავასაჯაროვო როგორც მისი, ასევე სამედიცინო დაწესებულების და ექიმის ვინაობა. ასე რომ ახლო მომავალში დეტალურად მოგიყვებით, თუ რამდენი მსგავსი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული და როგორ კლავენ ცოცხლად, უმძიმესი დიაგნოზით, ჯანმრთელ ადამიანებს საქართველოში.”, – წერს ნუგზარ სულაშვილი.

primetime.ge