ემირ კუსტურიცა აფხაზეთში ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლს მონიკა ბელუჩი შეასრულებს
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2021 15:08
ემირ კუსტურიცა აფხაზეთში ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლს მონიკა ბელუჩი შეასრულებს

 

რეჟისორი ემირ კუსტურიცა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადება. ფილმს აფხაზეთში გადაიღებენ, მასში მთავარ როლს კი 56 წის იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ფილმში ბელუჩს პარტნიორობას აფხაზი მსახიობები გაუწევენ. ერთ-ერთ მთავარ როლში სლავკო შტიმაცი იქნება. ის ისეთი ფილმებითაა ცნობილი როგორებიცაა „მიწისქვეშა” და „ცხოვრება სასწაულს ჰგავს”.

რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა რეჟისორმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს.

„სამწუხაროდ, ჩვენ კორონავირუსის გამო შეზღუდვების პრობლემა გვაქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება დაგვეხმარება“, – აცხადებს კუსტურიცა.