როგორ მოვიქცეთ, რომ "ფეისბუქიდან" ჩვენმა პირადმა ინფორმაციამ არ გაჟონოს - სპეციალისტის რჩევა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2021 12:02
  როგორ მოვიქცეთ, რომ "ფეისბუქიდან" ჩვენმა პირადმა ინფორმაციამ არ გაჟონოს - სპეციალისტის რჩევა

 

"ფეისბუქის" იმ მომხმარებლებს შორის, რომელთა პირადი ინფორმაციაც საჯარო გახდა, საქართველოს მოქალაქეებიც არიან. 

როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ნიკა ვაჭარაძე ამბობს, რომ ჩვენი ინფორმაციის გაჟონვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. 

"მომხმარებლებმა, ჩემი აზრით, სოციალურ ქსელებში უნდა განათავსონ ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებაც მათთვის მისაღებია, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, არსებობს დიდი რისკი, რომ მათი მონაცემები გახდება საჯარო და ბოროტმოქმედისთვის ხელმისაწვდომი," - აცხადებს ვაჭარაძე. 

"ფეისბუქის" 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია საჯარო გახდა მომხმარებლების ტელეფონის ნომრები, ადგილმდებარეობა, დაბადების თარიღები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და ბიოგრაფიული მონაცემები ჰაკერების ერთ-ერთ ფორუმზე განთავსდა. 

ჰაკერების მსხვერპლი 106 ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები გახდნენ, მათ შორის არის საქართველოც - ფორუმზე ჩვენი ქვეყნის 95193 მოქალაქის პირადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

rustavi2.ge