დათა პაპას ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2021 13:53
 დათა პაპას ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

 

 დათა პაპას ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ვალია ვანიშვილი დათა პაპასთვის მიცემულ პირობას ასრულებს და სახლს არ ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა პაპა 19 მარტს მავთულხლართებს მიღმა, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დათა ვანიშვილი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.