თბილისის მერმა კლინიკა დატოვა
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2021 15:48
თბილისის მერმა კლინიკა დატოვა

 

 თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ კლინიკაში მოთავსების შესახებ სოციალურ ქსელში, 26 მარტს, თავად დაწერა.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.

შეხვედრამდე!“ - დაწერა კახა კალაძემ.

მას საბოლოოდ ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა დაუდგინდა.