
შეგახსენებთ, რომ როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი,
ტურინის „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა. იტალიური ვებგვერდი Tuttomercatoweb-ი წერდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ტურინელთა წარმომადგენლები 25 მარტს, საქართველოსა და ესპანეთის მატჩში დააკვირდებოდნენ.
ამ ეტაპზე სხვა და უფრო მეტი დეტალი უცნობია. „იუვენტუსის“ გარდა, ხვიჩას იმავე თამაშში „მილანიც“ უნდა დაკვირვებოდა.
გარდა ამისა, ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესებულია გერმანული „დორტმუნდიც“. ამჟამად კი იგი, ყაზანის „რუბინის“ ღირსებას იცავს და გუნდის გამორჩეული ფიგურაა.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |