სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს გვირგვინი თავიდან "მოგლიჯეს" - მის შრი-ლანკამ დაზიანებები მიიღო
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2021 16:30
სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს გვირგვინი თავიდან "მოგლიჯეს" - მის შრი-ლანკამ დაზიანებები მიიღო

 

სილამაზის დედოფალმა პუშპიკა დე სილვამ მისის შრი-ლანკას კონკურსში გაიმარჯვა. ცერემონია ეროვნული ტელევიზიით კვირას გადაიცემოდა.

გამარჯვებულისთვის გვირგვინის გადაცემიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სცენაზე იმავე კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული ავიდა და განაცხადა, რომ დე სილვა გამარჯვებული ვერ გახდებოდა, ვინაიდან ის ქმარს დაშორებული იყო, ამ განცხადების შემდეგ მისის შრი-ლანკას გვირგვინი თავიდან მოგლიჯა და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს დაადგა თავზე.  

როგორც აღმოჩნდა, გვირგვინის თავიდან მოგლეჯის დროს გამარჯვებულმა პუშპიკა დე სილვამ თავზე  დაზიანება მიიღო და მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

მოგვიანებით, კონკურსის ორგანიზატორებმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადეს და განმარტეს, რომ მისის შრი-ლანკას გამარჯვებულის გვირგვინი კვლავ დე სილვას დაუბრუნდა, რადგან როგორც გაირკვა, ის ქმართან ერთად არ ცხოვრობს, მაგრამ ოფიციალურად დაშორებულები არ არიან.