დღის საუკეთესო ამბავი - მსოფლიო პატრიარქის განცხადება
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2021 16:56
დღის საუკეთესო ამბავი - მსოფლიო პატრიარქის განცხადება

 

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მსოფლიო პატრიარქის განცხადება ვრცელდება.

განცხადების თანახმად, იგი საქართველოში ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამს, რათა თბილისიდან საჯაროდ განაცხადოს, რომ „აფხაზეთის თვითმარქვია "ავტოკეფალისტებს" მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა“.

"ჩამოვალ საქართველოში, თუ ეს პატრიარქის სურვილი იქნება და თბილისიდან საჯაროდ განვაცხადებ, რომ აფხაზეთის თვითმარქვია "ავტოკეფალისტებს" მსოფლიო საპატრიარქოდან არ აქვთ მხარდაჭერა.

განვაცხადებ, რომ აფხაზეთის ერთადერთი ეპისკოპოსი და პატრიარქი არის უნეტარესი და უწმიდესი ილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არის ოკუპირებული.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ უკანონოდ მოქმედებენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები",-აღნიშნულია განცხადებაში.