გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2021 17:57
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს

 

ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. გურამ დოჩაშვილის სამოქალაქო პანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

მწერლის ოჯახს მიუსამძიმრეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.

შეგახსენებთ, რომ გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს. გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის".

გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .