ზუგდიდში მდინარე ენგურმა სამი ცხედარი გამორიყა
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2021 12:10
ზუგდიდში მდინარე ენგურმა სამი ცხედარი გამორიყა

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურმა სამი ცხედარი გამორიყა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ოკუპირებული გალიდან, კიდევ სხვა თანმხლებ პირებთან ერთად გადადიოდნენ.

შსს- ინფორმაციით, მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- და 115- მუხლებით მიმდინარეობს.