შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას ხარება მიულოცა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაშლი, ფორთოხალი და ხაჭაპური მიუტანა
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2021 14:25
 შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას ხარება მიულოცა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაშლი, ფორთოხალი და ხაჭაპური მიუტანა

 

 „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას ხარების დღესასწაული მიულოცა.

შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვაშლი, ფორთოხალი და ხაჭაპური მიუტანა.

ნათელაშვილის თქმით, მელიას სიმტკიცე და გამძლეობა უსურვა.

„ხარება მივილოცე პოლიტპატიმარ ნიკა მელიას. ვუსურვე სიმტკიცე და გამძლეობა, რომელიც ისედაც არ აკლია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ნიკა მელია დატოვებს ციხეს, ხოლო საქართველო გათავისუფლდება ივანიშვილისგან. მსოფლიო ისტორიაში არ არის პრეცედენტი, როდესაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე გამოსული ხალხისთვის თვალები დაეთხაროს და პოლიტიკური ლიდერები დაეპატიმრებინოს. მეს ჩაიდინა საქართველოს მთავრობამ, ეს დაუჯდებათ ძვირი. თუ ჩვენი მეგობრები, მოკავშირეები, პარტნიორები აგრძნობინებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქარვასლა. მისი მილიარდები საფრთხის ქვეშაა და მოექცევა სანქციების ქვეშ, ნიკა მელიას გამოუშვებენ. თუ ეს არ აგრძნობინეს, ბოლომდე გააგრძელებს იმას, რითაც დაიწყო ვაი მმართველობა – პატიმრობა, ძალა, შიში, გაძარცვა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.