მამუკა მდინარაძეს კოვიდი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2021 16:54
მამუკა მდინარაძეს კოვიდი დაუდასტურდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელ მდივან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს კოვიდი დაუდასტურდა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავად დაწერა.

"მეგობრებო, ეს წუთია შემატყობინეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი "კოვიდზე" დადებითია. ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია... მოკლედ, როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ"- წერს იგი.