დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 201 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 761 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 537 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %
ამობეჭდვა · 08 / 04 / 2021 11:27
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 201  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  761   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 537 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.23 %

 

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 920  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 761 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  286 406-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.23 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  276 084-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 849 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 67, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 24, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  992, აჭარაში - 312, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 - თბილისში, 113 - აჭარაში.  4 088  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 106, ხოლო აჭარაში - 35.

ულ  6 ოქტომბრიდან - 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 090 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 031 პირი, აჭარაში - 1 754, იმერეთში - 975.