ღამით სხვის სახლში შესული ქალი ცოლ-ქმარს ჩაუწვა ლოგინში და სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2021 11:08
ღამით სხვის სახლში შესული ქალი ცოლ-ქმარს ჩაუწვა ლოგინში და სახლის დატოვებაზე უარი განაცხადა

 

 აშშ-ის მიჩიგანის ოლქის ქალაქ კუინსში მცხოვრები, ღამის ორ საათზე გაღვიძებული ცოლ-ქმარი შოკში ჩააგდო საწოლში მათ გვერდით მწოლი 22 წლის ქალის ხილვამ.

ოდნავ დაწყნარებულმა ცოლ-ქმარმა ახალგაზრდა ქალს მოთხოვეს დაუყოვნებლით ამდგარიყო საწოლიდან და დაეტოვებინა მათი სახლი, მაგრამ ქალი აცხადებდა, რომ თავის სახლში იმყოფებოდა და არსად წასვლას არ აპირებდა.

გარკვეული ხნის შემდეგ ცოლ-ქმარმა იარაღის გამოყენების გარეშე აიძულა ქალს წამომდგარიყო ლოგინიდან და დაეტოვებინა მათი სახლი. იგი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, ცოლ-ქმარმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

პოლიციამ ახალგაზრდა ქალი  მიმდებარე ქუჩაზე,  მანქანაში მძინარე ნახა და არაფხიზელ მდგომარეობაში სხვის სახლში შეჭრის და ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრა.

ქალი აცხადებს, რომ მას არ ახსოვს, როგორ შევიდა სხვის სახლში და როგორ ჩაუწვა ცოლ-ქმარს ლოგინში.

ipress.ge