კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს
ამობეჭდვა · 02 / 05 / 2021 20:23
კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

 

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ნიკოლოზ ბასილაშვილს მიუნხენის ტურნირში გამარჯვებას ულოცავს.

„ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოს სახელით! ჩვენი ქვეყნის პირველი ჩოგანი მიუნხენის ღია პირველობის გამარჯვებულია.

ვულოცავ ნიკოლოზს და გილოცავთ ყველას“,- წერს კახა კუჭავა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა. მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში მან გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა.