გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
ამობეჭდვა · 03 / 05 / 2021 08:55
გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

 

 

ლისაბონში გაიმართა წარმომადგენლობითი ტურნირი კარატეში – პრემიერლიგა, რომელიც ამ რანგის ბოლო ასპარეზობაა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე. ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა გოგიტა არქანიამ.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ყველა მეტოქეს აჯობა და 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ამასთან ერთად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები აიღო და საგზურიც გაიფორმა.

1tv.ge