მალელმა 25 წლის ქალმა ცხრა ტყუპი გააჩინა
ამობეჭდვა · 06 / 05 / 2021 10:15
მალელმა 25 წლის ქალმა ცხრა ტყუპი გააჩინა

 

 მალიში 25 წლის ქალმა ცხრა ტყუპი გააჩინა. დედა და ახალშობილები – ხუთი გოგო და ოთხი ბიჭი თავს კარგად გრძნობენ.

მალის ხელისუფლებამ ორსული ქალი მაროკოში გადააფრინა, სადაც მშობიარეს სპეციალური დახმარება გაეწია. აღსანიშნავია, რომ ექიმები ორსულობის მონიტორინგისას მხოლოდ შვიდი ბავშვის შესახებ იყვნენ ინფორმირებული. მრავალშვილიან დედას ცხრა ტყუპის გარდა, უფროსი ქალიშვილიც ჰყავს.

გინესის რეკორდსმენი კი ამერიკელი ქალია, რომელმაც 2009 წელს რვა ტყუპი გააჩინა.

ცხრა ტყუპის დაბადების შემთხვევა აქამდე მხოლოდ ორჯერ არის დაფიქსირებული. 1971 წელს ავსტრალიაში და 1999 წელს მალაიზიაში, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ახალშობილებიდან თითო ბავშვი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.