ჩინური რაკეტა დედამიწაზე, სავარაუდოდ, 10 მაისს ჩამოვარდება
ამობეჭდვა · 07 / 05 / 2021 10:22
 ჩინური რაკეტა დედამიწაზე, სავარაუდოდ, 10 მაისს ჩამოვარდება

 

 ჩინური რაკეტა დედამიწაზე, სავარაუდოდ, 10 მაისს ჩამოვარდება. ზუსტი ადგილის გათვლა სპეციალისტებს მხოლოდ 1 საათით ადრე შეეძლებათ.

 მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ჩამოვარდნის ალბათობა მცირეა, თუმცა თეორიულად მაინც არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 29 პრილს ჩინურმა Long March 5B რაკეტამ ჩინური კოსმოსური სადგურის ერთ-ერთი მოდული, Tianhe კოსმოსში გაიტანა. რაკეტა, რომელმაც მოდული დაბალ ორბიტაზე გაიტანა, დედამიწისკენ უკონტროლოდ მოექანება. SpaceNews-ის განცხადებით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკონტროლო დაშვება.