2 წლის განმავლობაში კაცი პენსიის ასაღებად გარდაცვლილი დედის როლს ირგებდა
ამობეჭდვა · 10 / 05 / 2021 12:01
2 წლის განმავლობაში კაცი პენსიის ასაღებად გარდაცვლილი დედის როლს ირგებდა

 

 თურქეთში, 2 წლის განმავლობაში კაცი პენსიის ასაღებად გარდაცვლილი დედის როლს ირგებდა. 

ქალი 2003 წლის 10 მარტს, 78 წლის ასაკში გულის პრობლემებით გარდაიცვალა, შვილმა კი ახლობლებს და ნათესავებს არ შეატყობინა. სიდუხჭირის გამო მან სამი თვის განმავლობაში პენსიის წინასწარი აღების გეგმა დაისახა. დედა სახლის სარდაფში დამარხა, შემდეგ კი მისი ტანსაცმელი მოირგო და ერთი კვირის განმავლობაში სარკის წინ ვარჯიშობდა, რათა მას დამსგავსებოდა.

 სტუმრად მისულ ძმას დედამისის ტანსაცმელში დახვდა, ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სთხოვა, რომ არ შეეწუხებინა, ძმას არანაირი ეჭვი არ აუღია. ბანკში მისულ ოპერატორს კაცმა უთხრა, რომ ფეხები სტკიოდა და დიდი ზომის ფეხსაცმელი ამიტომ ეცვა.

 საბოლოოდ, კაცს ნათესავმა უჩივლა და ბანკში ფაქტზე დაიჭირეს. 14-თვიანი პატიმრობის შემდეგ ის გაათავისუფლეს. სასამართლომ ვერ მოახერხა ფულის უკან დაბრუნება, რადგან დაკავებულმა განაცხადა, რომ პენსიის ნახევარზე მეტით ვალები გაისტუმრა.

primetime.ge