აშშ-ში შექმნეს პირბადე, რომელსაც COVID-19-ის გამოვლენა შეუძლია
ამობეჭდვა · 29 / 06 / 2021 18:31
აშშ-ში შექმნეს პირბადე, რომელსაც COVID-19-ის გამოვლენა შეუძლია

ამერიკელმა სპეციალისტებმა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან შექმნეს დამცავი პირბადე, რომლის დახმარებითაც შესაძლოა დადგინდეს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კორონავირუსით. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც MIT-ზე გამოქვეყნდა. პირბადეს აქვს გადამცემი, რომლის ჩაკერებაც ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ხალათსა და სხვა ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი. გადამცემი სპეციალური სენსორებით ინფიცირების ფაქტს პირბადის გამოყენებიდან საათ-ნახევარში ადგენს. ამ დანადგარის ჩართვა ისეა შესაძლებელი, რომ მონაცემები სხვა ადამიანებისთვის კონფიდენციალური დარჩეს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის გადამცემზე მუშაობა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მანამდე ეს პირბადე გამოიყენებოდა „ებოლას“ და „ზიკას“ ინფიცირების შემთხვევების დასადგენად. თუმცა პირბადეზე ჩაკერებული გადამცემის მომართვა შესაძლებელია სხვა ვირუსების დასადგენად. აშშ კოვიდინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირების 33,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 600 000-ზე მეტი ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.ამერიკელმა სპეციალისტებმა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან შექმნეს დამცავი პირბადე, რომლის დახმარებითაც შესაძლოა დადგინდეს ინფიცირებულია თუ არა ადამიანი კორონავირუსით. ამის შესახებ ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც MIT-ზე გამოქვეყნდა. პირბადეს აქვს გადამცემი, რომლის ჩაკერებაც ლაბორატორიისთვის განკუთვნილ ხალათსა და სხვა ტანსაცმელშიცაა შესაძლებელი. გადამცემი სპეციალური სენსორებით ინფიცირების ფაქტს პირბადის გამოყენებიდან საათ-ნახევარში ადგენს. ამ დანადგარის ჩართვა ისეა შესაძლებელი, რომ მონაცემები სხვა ადამიანებისთვის კონფიდენციალური დარჩეს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის გადამცემზე მუშაობა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მანამდე ეს პირბადე გამოიყენებოდა „ებოლას“ და „ზიკას“ ინფიცირების შემთხვევების დასადგენად. თუმცა პირბადეზე ჩაკერებული გადამცემის მომართვა შესაძლებელია სხვა ვირუსების დასადგენად. აშშ კოვიდინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირების 33,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 600 000-ზე მეტი ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.