ფოლკლორის ცენტრის ფესტივალის „ხალხური საღამოები“ ფარგლებში მარტყოფში ანსამბლ „ანჩისხატის“ კონცერტი ჩატარდება
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2021 14:27
ფოლკლორის ცენტრის ფესტივალის „ხალხური საღამოები“  ფარგლებში მარტყოფში ანსამბლ „ანჩისხატის“ კონცერტი ჩატარდება

 

 18 ივლისს, 13:00 საათზე, ფესტივალის ,,ხალხური საღამოები“ ფარგლებში ანსამბლი ,,ანჩისხატი“ მარტყოფის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ეზოში კონცერტს გამართავს. საღამოზე უნიკალური ქართული საგალობლები, ფოლკლორულ ნიმუშები და ინოლა გურგულიას სიმღერები შესრულდება.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, აგვისტოს ბოლომდე, ფესტივალი ,,ხალხური საღამოები იმართება და მასში 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობს. მომდევნო უახლოესი კონცერტები დაგეგმილია ოზურგეთსა და თბილისში.

ფესტივალის მიზანია ფოლკლორული ანსამბლების მხარდაჭერა და  რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.  

„ხალხური საღამოების“ სრული აფიშაის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.facebook.com/folklore.center/posts/2987389974810071