დავით ზალკალიანი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2021 12:48
დავით ზალკალიანი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თანამოქალაქეებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ზალკალიანის განცხადებით ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა იმისთვის რომ გავუმკლავდეთ კოვიდ-190ს,  მსოფლიოში კი ვაქცინაციაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არ არსებობს.

„დღეს აქ ვიმყოფები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ჩვენი თანამშრომლების 90 პროცენტი უკვე აცრილია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ჩვენს თანამოქალაქეებს მივიდნენ აცრაზე.  ქვეყანაში შემოტანილია ოთხი სახეობის ვაქცინა, არსებობს არჩევანის საშუალება. მინდა დავარწმუნო მოქალაქეები, რომ მომავალშიც გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი, ჩვენ კიდევ შემოვიტანთ დამატებით ვაქცინებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“- აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანმა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსთვის საჩუქრად   500 000 ფაიზერის ვაქცინის გადმოცემისთვის.  მან აღნიშნა, რომ  სამინისტრო განაგრძობს როგორც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას, ასევე ჩინეთთან აქტიურ მოლაპარაკებებს დამატებითი ვაქცინების შემოტანის კუთხით.

„ჩვენი მოქალაქეები არიან სრულად უზრუნველყოფილი, რათა რაც შეიძლება სწრაფად აიცრან, რაც აუცილებელია იმისთვის რომ ქვეყანა გაიხსნას, ეკონომიკა გამოცოცხლდეს, ადამიანებმა არ დაკარგოს სამუშაო ადგილები. ამისთვის აუცილებელია რომ ყველა იყოს აცრილი და სახელმწიფო  ამისთვის ყველაფერს აკეთებს“ -განაცხადა ზალკალიანმა.