ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს
ამობეჭდვა · 26 / 07 / 2021 15:29
ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.

„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.