სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს
ამობეჭდვა · 29 / 07 / 2021 10:09
სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საფრანგეთში გაიმართა.