რატი იონათამიშვილმა ჯვარი დაიწერა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2021 10:33
რატი იონათამიშვილმა ჯვარი დაიწერა

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული თინათინ მგელაძეა, რომელიც თბილისის მერიის პრესსამსახურში და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. 

 წყვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში მათი მეგობრები ავრცელებენ.

 როგორც ირკვევა რატი იონათამიშვილის მეჯვარე ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იყო, თიკო მგელაძის კი – მისივე კოლეგა, ნათია მეტრეველი.