აშკარად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელიც დადის ორგანიზმში – თეა დარჩია კოვიდით გამოწვეულ პრობლემებზე
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2021 16:31
აშკარად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელიც დადის ორგანიზმში – თეა დარჩია კოვიდით გამოწვეულ პრობლემებზე

 

 დიდი შიშით სავსე დროის ათვლა დაიწყო 2020 წლიდან. მე, პირადად და ჩემი საქმის თანამონაწილენი ცეკვით გადავრჩით, რაღაც დროის მონაკვეთი, როცა მთლიანად შეწყვეტილი გვქონდა საქმიანობა, ყველაზე მძიმე გადასატანი იყო. მე ენერგიას მაძლევს ცეკვა, როცა არ ვმუშაობ, მაშინ ვარ ცუდად,- ამის შესახებ ქორეოგრაფი თეა დარჩია საუბრობს.

 მან კოვიდინფიცირების პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ ეს არის უჩვეულო და უცნობი დაავადება.

რაც შეეხება კოვიდს, ვიყავი ინფიცირებული. ეს არის უჩვეულო და უცნობი დაავადება, აშკარად ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, რომელიც დადის ორგანიზმში და ეძებს სუსტ ადგილებს, რომ მასზე მიიტანოს იერიში და საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.

 ჯერჯერობით პრევენცია მხოლოდ ვაქცინაა და რეგულაციების დაცვა. თავად მე იმდენად ალერგიული ვარ, არანაირი ვაქცინის გაკეთება ჩემთვის არ შეიძლება. ხელმეორედ დაინფიცირებას უფრო გადავიტან, ვიდრე ვაქცინით გამოწვეულ ალერგიულ შოკს.

 როგორც უმრავლესობას, მეც ფინანსური ვალდებულებები მაქვს ბანკებისა და სახელმწიფოს წინაშე. მადლობა უფალს, იმდენი მოსწავლე მყავს, როგორღაც ვფარავ ამ ვალდებულებს, ანუ ვშრომობ მხოლოდ ბანკისთვის და სახელმწიფოსთვის.

 არასდროს გავჩერებულვარ, ვცდილობ ცეკვით და შრომით გადავარჩინო და გავაძლიერო ის დიდი სიყვარული, რაც ასე გვაკლია“,- ამბობს თეა დარჩია „სარკესთან“ ინტერვიუში.