“3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი!!!“ - ნინი ქარსელაძის ემოციური გზავნილი დედას
ამობეჭდვა · 27 / 08 / 2021 09:29
“3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი, მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი!!!“ - ნინი ქარსელაძის ემოციური გზავნილი დედას

 

 არც ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ხათუნა ჟორდანია სიმსივნეს ებრძოდა და სამკურნალოდ რამდენჯერმე გაემგზავრა საზღვარგარეთ. მისმა შვილმა - ნინიმ აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი, არკვევდა ამბებს, იღებდა რეკომენდაციებს, დარბოდა ექიმებთან და უმკლავდებოდა ურჩ პაციენტს, რომელსაც როგორც თავად ყვებიან, პერიოდულად წამლის დალევაც კი არ უნდოდა.

მკურნალობა 3 წელიწადს გაგრძელდა, იყო პროგრესი, რეციდივი, მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ შვილი არასდროს კარგავდა იმედს.
და აი, დადგა ნანტრი დღე, როცა ხათუნამ სიმსივნე დააამარცხა. გახარებული ნინი სოციალურ ქსელში დედის ფოტოებს ავრცელებს შემდეგი მინაწერით:

„3 წელი მხოლოდ ამ დღეს ველოდებოდი. მხოლოდ ამ დღით ვცხოვრობდი!!! ღმერთს მადლობა, რომ ეს დღეც მოვიდა! ჩვენი სიყვარული ყველაფერს მოერევა და მთებს გადადგამს! მე შენ დაგპირდი და ახლაც გიმეორებ, კიდევ 100 წელი არსად გაგიშვებ!!! ჩვენმა სიყვარულმა გაიმარჯვა, ღმერთმა შენი სიცოცხლე მაჩუქა. მიყვარხარ!!"