"ორჯერ ვარ აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მსუბუქად და უსიმპტომოდ რომ გადამაქვს ამის დამსახურება მგონია" - თათია შარანგია კოვიდინფიცირებულია
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2021 11:47
"ორჯერ ვარ აცრილი "ფაიზერის" ვაქცინით, მსუბუქად და უსიმპტომოდ რომ გადამაქვს ამის დამსახურება მგონია" - თათია შარანგია კოვიდინფიცირებულია

 

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია კორონავირუსით დაინფიცირდა.

ვირუსით დაინფიცირდა მისი შვილი, ანდრიუშაც.

ამის შესახებ შარანგია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში ყვება და აღნიშნავს, რომ ვირუსი უსიმპტომოდ გადააქვს, რადგან ვაქცინირებულია.

“იმდენჯერ ვიყავი კოვიდ-კონტაქტი და არ დამემართა, ვთვლიდი, რომ გიჟებს კოვიდი არ ეკარება. მაგრამ ახლა მეც მომაკითხა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად დავემშვიდობებით ერთმანეთს.

ვარ ორჯერ აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით და ის, რომ გადამაქვს მსუბუქად და უსიმპტომოდ, ამის დამსახურება მგონია”,-აღნიშნავს შარანგია.