ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას წინანდალში უმასპინძლა
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2021 12:42
ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას წინანდალში უმასპინძლა

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად კახეთში, წინანდალში უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კონგრესმენების დელეგაციის პატივსაცემად ქართული ტრადიციული ცეკვები, სიმღერები და ჯაზური კომპოზიციები შესრულდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).კონგრესმენები კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს წარმოადგენენ.