შალვა შავგულიძე: ამნისტის შესახებ“ კანონი არ ემსახურება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და მოთხოვნებს
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2021 14:02
შალვა შავგულიძე: ამნისტის შესახებ“ კანონი არ ემსახურება მიშელის დოკუმენტის  სულისკვეთებას და მოთხოვნებს

„შარლ მიშელის დოკუმენტი არ ითვალისწინებს კონკრეტული დანაშაულების, კონკრეტული მუხლების ამნისტირებას.  ის ეხება ფაქტიურად მთელ „სისხლის სამართლის კოდექსს“ ოთხი მუხლის გამოკლებით. მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ რამდენად მანკიერია ეს კანონი სამართლებრივად და როგორ არ ემსახურება მიშელის დოკუმენტის არც სულისკვეთებას და არც მოთხოვნებს და ემსახურება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ვიწრო პარტიულ ინტერესებს“,-ამის შესახებ ფრაქცია  „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა შალვა შავგულიძემ  საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 „დღეს „ქართული ოცნება“ მიიღებს მესამე მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონს და შემდეგ გამოაცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დატოვა მიშელის ხელშეკრულება, ასრულებს ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ჩვენ კანონის განხილვის მთელ პროცესში ვისმენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან, რომ ამნისტია არის ხელისუფლების დისკრეცია, თუ უნდა საერთოდ არ მიიღებს და ამიტომ, როგორი ამნისტიის კანონსაც უნდა ისეთს მიიღებს. ასე არ არის, ბატონო ანრი, დისკრეციაა ის, მიიღებთ თუ არა ამნისტიას, მაგრამ რადგან არქმევთ ამნისტიას, ეს უნდა ექცეოდეს საზღვრებში. ამას ამბობს ვენეციის კომისიის სამართლის უზენაესობის ჩეკ-ლისტი“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.