ზურა ხაჩიძე: „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!“
ამობეჭდვა · 07 / 09 / 2021 21:01
ზურა ხაჩიძე: „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!“

 

 ზურა ხაჩიძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება.

„გილოცავ, ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს!..

საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!

მადლობა საკრებულოს ყველა წევრს, ვინც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას! მიშა მესხი, განსაკუთრებული მადლობა შენ, ჩემო ძმაო“.

შეგახსენებთ, რომ ზურა დოიჯაშვილი მცირე ხნის წინ ისრაელში მძიმე დაავადებით გარდაიცვალა.