თბილისში ორ ქუჩას კახი კავსაძისა და სერგო ფარაჯანოვის სახელები მიენიჭა
ამობეჭდვა · 09 / 09 / 2021 10:56
თბილისში ორ ქუჩას კახი კავსაძისა და სერგო ფარაჯანოვის სახელები მიენიჭა

 

დედაქალაქის საკრებულომ თბილისში რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხს დაუჭირა მხარი.

როგორც საკრებულოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კრწანისის რაიონში ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს მსახიობ კახი კავსაძის სახელი მიენიჭა.

ამასთან, მთაწმინდის რაიონში კოტე მესხის შესახვევს კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელი ეწოდა.

ასევე, საკრებულოს წევრებმა კრწანისის რაიონში შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის სახელის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ტყის ქუჩისა და პირველი ჩიხისთვის ექიმის, პროფესორის იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.