საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვებენ ოქროს მედლებს, უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლოა, გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ
ამობეჭდვა · 13 / 09 / 2021 11:43
საქართველოს ნაკრების წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვებენ ოქროს მედლებს, უმაღლეს სასწავლებლებში შესაძლოა, გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ

 

 მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს, გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან.

აღნიშნული დადგენილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივას განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი წარადგენს.

მთავრობის სხდომის ათსაკითხიან დღის წესრიგში მთავრობის დადგენილების პროექტში ცვლილებები მერვე საკითხადაა შეტანილი.