საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2021 10:52
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 54 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 8 287-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 990 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 946 ხალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი, გარდაიცვალა 48 ადამიანი.