პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე შეუერთდა
ამობეჭდვა · 14 / 09 / 2021 11:08
პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე შეუერთდა

 

პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე შეუერთდა,-ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გრძელდება პარტია „საქართველოსთვის” მხარდამჭერთა გუნდში გაწევრიანება. ამჯერად მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მხარდამჭერთა გუნდი უზნაძის 4 ნომერში მოეწყო. გუნდის წევრების მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, -საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება, უზნაძის 4-ში, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია : https://forgeo.ge/ka/register