გიორგი ვაშაძე - ჩვენ ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე
ამობეჭდვა · 15 / 09 / 2021 18:45
გიორგი ვაშაძე - ჩვენ ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე

 

ყველას ვურჩევდი, ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებზე, – ამის შესახებ „მესამე ძალის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პროფესიონალი ადამიანები და არა წარსულის დაბრუნება.

„ჩვენ გვაქვს ორი ამოცანა – შევცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე. ეს არის „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეალური ამოცანა. ამ შემთხვევაში, საქართველოს ექნება ნათელი მომავალი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პროფესიონალი ადამიანები და არა წარსულის დაბრუნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.