მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2021 13:34
მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დატყვევებული მგელი, რომელსაც ალკოჰოლს ძალით ასმევდნენ, თავშესაფარში გადაიყვანეს, კაცი კი დაჯარიმდება. 

ვიდეო Facebook-ზე გუშინ, 14 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა ამჯერად მიუწვდომელია.

 „მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

 აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1 000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.