პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
ამობეჭდვა · 16 / 09 / 2021 18:08
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია.

მთავრობის მეთაური “ფაიზერის” მეორე დოზით დღეს აიცრა.

ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.