აშშ-ში ქალმა საწოლში უცნობი კაცი იპოვა
ამობეჭდვა · 19 / 09 / 2021 11:42
აშშ-ში ქალმა საწოლში უცნობი კაცი იპოვა

 

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე უცნობი კაცი იპოვა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ცნობით, უცნობი მძარცველი აღმოჩნდა, რომელიც სახლში შეიჭრა, აუზში იცურავა და ვახშმიდან დარჩენილი შემწვარი ქათამიც შეჭამა, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში დაიძინა.

პოლიციამ კაცი დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მძარცველი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იყო. მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კაცს ბრალი ძარცვისთვის წაუყენეს და სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა.

imedinews.ge