კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2021 09:07
კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს

 

 კობა დავითაშვილის მეუღლე, ინგა ბიწაძე წლების შემდეგ პირველად თანხმდება ინტერვიუს. „იმედის კვირასთან“ საუბარში ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ოჯახის პრობლემებს იხსენებს და მაინც არ ნანობს, რომ მისმა ოჯახმა ეს გზა გაიარა. დავითაშვილი იყო პოლიტიკოსი, რომელიც დასაწყისში სააკაშვილის თანამებრძოლი იყო, მას ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ პოზიციას უერთგულა.

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.

კობა დავითაშვილი 2020 წელს, 49 წლისა გარდაიცვალა.

imedinews.ge