„ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა“ – რას ამბობენ ნიკო კვარაცხელიას საცოლეზე
ამობეჭდვა · 20 / 09 / 2021 11:48
„ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა“ – რას ამბობენ ნიკო კვარაცხელიას საცოლეზე

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიასა და მისი საცოლის შესახებ ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს ოჯახის ახლობელი, ნინო ზამბახიძე ეხმაურება.

„ნიკო და მისი საცოლე ერთად სწავლობდნენ ერთი ღირებულებები ჰქონდათ და ერთად უნდოდათ სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალათ! ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ. ესეც მომავლის გოგოა! თავისი მომავლის ბიჭის მომავლის გამგრძელებელი!“, – წერს ზამბახიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ბიჭის საცოლემ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნიკოს დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.

primetime.ge