დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 21 / 09 / 2021 18:44
დიზაინერ ტომ ფორდის ქმარი გარდაიცვალა

 

ჟურნალისტი რიჩარდ ბაკლი 72 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ People წერს.

ის 1986 წლიდან დიზაინერ ტომ ფორდის პარტნიორი იყო, 2014 წელს კი წყვილმა იქორწინა. ისინი ერთად 35 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

დიზაინერების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რიჩარდ ბაკლი ლოს-ანჯელესში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში 19 სექტემბერს გარდაიცვალა. მასთან იმყოფებოდნენ ტომ ფორდი და მათი 8 წლის შვილი ჯეკი.