ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორი- ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2021 09:27
ჰარვარდის უნივერსიტეტის  პრორექტორი- ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც  ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართველოლოგიის დარგში ახალი პროგრამა დაინერგა, რომელიც  ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით აშშ-ში-ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მარკ ელიოტმა აღნიშნა, რომ  ქართული ცივილიზაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და ამერიკელი მკვლევარებისთვის ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა პრივილეგიაა.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახალი პროგრამა დაინერგა ქართველოლოგიის დარგში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ერთადერთი პროგრამაა ამ მიმართულებით.

ჰარვარდი ამაყობს და სიხარულით უღებს კარს ამ მნიშვნელოვან პროგრამას. ქართული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის გონებათა და ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იმყოფება. ჩვენთვის პრივილეგიაა ჰარვარდში საქართველოს შესახებ სასწავლო პროგრამის დანერგვა, რაც ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს ჰარვადის უნივერსიტეტში ჩამოსვლის შესაძლებლობას მისცემს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ჰარვარდის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებსაც შეეძლებათ საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაეცნონ, იმოგზაურონ და საკუთარი თვალით ნახონ ეს ქვეყანა.

მე პირადად მოუთმენლად ველი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას. საქართველოდან სტუდენტები მყოლია, მაგრამ აქამდე არ გამმართლებია და თქვენს ქვეყანაში დღემდე არ ვყოფილვარ.