კახა კალაძეს მზითვებში არ მოყოლია არავინ! ყოველთვის იყო გაჭირვებული, მაშინ რატომ არ ყავყავებდნენ? – ნატო დუმბაძე
ამობეჭდვა · 23 / 09 / 2021 16:35
კახა კალაძეს მზითვებში არ მოყოლია არავინ! ყოველთვის იყო გაჭირვებული, მაშინ რატომ არ ყავყავებდნენ? – ნატო დუმბაძე

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე ჩატარებულ დებატებსა და დებატების დროს ჩატარებულ პერფორმანსს ეხმაურება.

 ნატო დუმბაძე კახა კალაძეს მხარს უჭერს და ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები ამ ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ.

„ბოდიშის მოხდით სოციალურად დაუცველებთან, ადრეც ვთქვი რომელიღაც ეთერში და ეხლაც ვიტყვი კახა კალაძეს მზითვებში არ მოყოლია არავინ! ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში გაჭირვებული, ყველა დროს, მაშინ რატომ არ ყავყავებდნენ? რაც შეუძლია ამ ადამიანს აკეთებს, უკეთებს და ეხმარება ხალხს, ხელფასსაც არ იღებს!

 ეს უკვე სპეკულიაციაა და ამოვიდა ყელში რა!

 ძალიან ბევრი ოჯახი დღეს სარგებლობს ამ სტატუსით და აბსოლუტურად არამიზნობრივად! უფასო ვაუჩერები, უფასო სამედიცინო მომსახურება, ულიმიტო დაზღვევა, ფულადი დახმარება, უფასო წრეები და ეს იმ ფონზე, როცა იგივე ასაკის ხალხი 400 ლარზე ვირივით მუშაობს დილიდან ღამემდე. აუცილებლად უნდა გადაიხედოს სოციალური სტატუსის და ქულების მინიჭების საკითხი! ახალგაზრდა ადამაინს, რომელსაც ყველა პირობა აქვს იმუშაოს და უბრალოდ ეზარება, ეს სტატუსი არ ეკუთვნის! გინდ 3 შვილი გააჩინოს, გინდ 10..ეს სტატუსი ეკუთვნის მარტოხელა მოხუცებულს, შშმ პირს, მართლა რომ საჭიროებს შველას და არა ყველას, ვისაც ეზარება ხელის განძრევა“,- წერს ნატო დუმბაძე.

primetime.ge