მედეა ადამია – “ესაა სრული შოკი… მინუს 18-20 გრადუსში ყავთ პაციენტები რეანიმაციებში…”
ამობეჭდვა · 26 / 09 / 2021 11:56
მედეა ადამია – “ესაა სრული შოკი… მინუს 18-20 გრადუსში ყავთ პაციენტები რეანიმაციებში…”

მედეა ადამიამ, რომელსაც გუშინ დედა კოვიდ 19-გან გარდაეცვალა, ფეისბუქში დაწერა:

“ფილტვებს ვმკურნალობთო ფილტვებს და მინუს 18-20 გრადუსში ყავთ პაციენტები რეანიმაციებში… საცოდავ ხალხს შუქს არ უქრობენ არასდროს… წარმოიდგინეთ სულ სინათლეა და სულ ცივა… ამ დროს კი 100% ხისტი ჰაერი გეხეთქება ნიღბიდან… გიკეთებენ მუდმივად დამაძინებელს… ეს არის სრული შოკი… სადიზმის პიკი!!! და ამის მერე ინტუბაცია და შავი პარკი ზმეიკიანი…
ანუ სიცივე, 24 საათიანი სინათლე, ნიღაბი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი (ექიმის კვირაში ერთხელ, აბა ისე სად ცალია შემოსასვლელად ყავა ვინ მიირთვას მერე), ძილი, შიმშილი, წყურვილი, ძილი… ტკივილი, ძილი, შიმშილი, წყურვილი, ექთნის ყვირილი… ტკივილი… ტკივილი… ექთნის ყვირილი… უძლური ადამიანის ტირილი, ტირილი…. ძილი… ძილი… ძილი…

და ამ ყველაფრით გადაღლილზე სხეულიდან გასვლა… შავი პარკი, უდიერად ჩაგდება, ზმეიკა… და სრული უპატრონობა…

ეს არის მოკლე აღწერა კოვიდ რეანიმაციის…”

akhalitaoba.ge