მე-12 კლასი უქმდება?!
ამობეჭდვა · 08 / 10 / 2021 13:17
მე-12 კლასი უქმდება?!

 

12 კლასი 2023 წლიდან გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11- მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლას ერთადროულად დაამთავრებენაღნიშნული ინფორმაცია ბოლო პერიოდში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაირკვა, რომ მე-12 კლასის სახელმძღვანელოებმა შესაძლოა გრიფირება არ გაიაროს. ეს კი ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომელსაც ამ არეულ ქვეყანაში არსებობის უფლება უდავოდ აქვს!

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს გადაწყვეტილებამოხდება ბოლონიის ხელშეკრულების ანულირება, რაც ნიშნავს, რომ ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს; მე-11 და მე-12 კლასელების ერთდროულად გამოშვება უმაღლესებსაც უდიდეს პრობლემას შეუქმნისან ადგილები უნდა დაამატონ ან ბარიერი აწიონ; საკითხვია ისიც, რამდენად გაწვდება უმაღლესების რესურსი ამხელა ნაკადსაღარაფერს ვამბობთ რეპეტიტორებზე, რომლებიც ამხელა მოთხოვნილების გაჩენისთანავე, საკუთარ მომსახურებას იმდენად დიდ ფასს დაადებენ, საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახები ალბათ ვერც შეწვდებიანერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება განათლების სისტემაში მხოლოდ გარდატეხას კი არა, ისეთ ქაოსს გამოიწვევს, მის დალაგებას წლები დასჭირდება (თუ საერთოდ დალაგდა).

ბუნებრივიასტატიას ისე ვერ გავუშვებდით, პირდაპირ ადრესატთან – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან რომ არ გადაგვემოწმებინა, სადაც გვიპასუხეს, რომ ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, არის