საერთაშორისო ექსპერტები ტელეიმედის დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ მხარდაჭერისთვის
ამობეჭდვა · 11 / 10 / 2021 14:26
საერთაშორისო ექსპერტები ტელეიმედის დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეზე: მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ მხარდაჭერისთვის

 

საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების შესახებ დადგენილების მხარდაჭერისთვის და ამართლებს სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი უგულავას წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც გაზეთმა „კვირის პალიტრამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ზურაბ ადეიშვილის და გიორგი უგულავას ერთიან, განგრძობად გეგმას, 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებით და თაღლითობით, მედიასაშუალებებით მთავრობის საქმიანობის გაშუქების კონტროლი და მთავრობის მიმართ კრიტიკის და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობა წარმოადგენდა, მათ შორის - 2007 წლის 7 ნოემბერს.  

ანგარიშის მიხედვით, გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რის მიზეზსაც პატარკაციშვილის უარი დაექვემდებარებინა ტელეკომპანია „იმედი“ სამთარობო კონტროლს და ასევე, მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიაობა წარმოადგენდა, რამაც მისი ქონების განადგურება და ხელში ჩაგდება გამოიწვია.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეებში (პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმა; ტელეკომპანია იმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმე) მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურამ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები მოიწვია: ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ორივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.